შპს „ქლაუდ იქსი“-ის წესები და პირობები
ბოლო განახლება: 30 იანვარი 2021
საიტის "ხელშეკრულების", "წესებისა და პირობების" დათანხმებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წესები და პირობები, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ ჩვენი საიტით და სერვისებით სარგებლობასთან.
მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა, ღილაკზე მონიშვნით "მე წავიკითხე და ვეთანხმები" დაჭერით ან/და მისი აღიარებით, რომ თქვენ წაიკითხეთ მოცემული წესები და პირობები. საიტზე რეგისტრაციისას თქვენ აცხადებთ სრულ მზადყოფნას შეასრულოთ ეს შეთანხმება და აღიარებთ, რომ ამ მუხლებისა და პირობების შესრულებაზე თქვენს უარს შეიძლება მოჰყვეს თქვენი ანგარიშის გაუქმება (მომსახურების შეწყვეტა). მომხმარებლის მიერ წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს შესყიდული სერვისის და ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად მომხარებელს არ ათავისუფლებს ვალდებულებებისგან.
წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს შეთანხმებას ერთის მხრივ, შპს „ქლაუდ იქსი“ (ს/კ: 402178040) და მეორეს მხრივ, თქვენს (მომხმარებელს/აბონენტს) შორის და ძალაშია მომხმარებლის მიერ www.cloudx.ge ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, განთავსებული ერთი ან რამდენიმე მომსახურების შეძენის მომენტიდან. ხელშეკრულება ასევე განსაზღვრავს ამ ვებ-გვერდზე განთავსებული მომსახურების/პროდუქტის გამოყენების ზოგად პირობებს.
ტერმინები „ორგანიზაცია“, "ჩვენ", "ჩვენი" ეხება შპს „ქლაუდ იქს“-ს. ტერმინები "თქვენ", "თქვენი", "მომხმარებელი", „აბონენტი“ ეხება ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს.
შეთანხმების წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს „ქლაუდ იქსი“-ის მიერ ცალმხრივად საჭიროებისამებრ, ცვლილებები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე www.cloudx.ge. ასევე გონივრული ვადით ადრე აცნობებს მომსახურების მიმღებს ისე, რომ არ დაზიანდეს მისი ინტერესები და ჰქონდეს შესაძებლობა საკუთარი ქმედებები შეუსაბამოს ახალ პირობებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად. წესებში და პირობებში შეტანილი კონკრეტული ცვლილებები ძალაში შედის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მომხმარებლისთვის სავალდებულო ხდება 3 (სამი) დღის შემდეგ, ამ პერიოდის განმავლობაში თუ მომხმარებელი არ გამოთქვამს რაიმე სახის პრეტენზიას არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ავტომატურად ითვლება, რომ იგი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებს.
წესებისა და პირობების შეთანხმებასთან ერთად გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს კომფიდენციალურობის პოლიტიკას.
- უფლებამოსილება და გარანტია
- 1.1. შპს „ქლაუდ იქსი“ უფლებამოსილია დახუროს მომხმარებელთა ანგარიშები ან შეუჩეროს კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტული სერვისი წესების დარღვევის შემთხვევაში. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მიღბეული გადაწყვეტილება, დაკავშირებული მომხმარებლის ანგარიშთან, სერვისის სარგებლობასთან ან რაიმე სხვა დავასთან არის საბოლოო და არ ექვემდებარება გადახედვას, არც გასაჩივრებას.
- 1.2. ორგანიზაცია იძლევა გარანტიას სერვისის მოწოდებაზე მომსახურების ხარისხზე და სრულყოფილებაზე. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რეალობიდან გამომდინარე მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო და დაცული სერვისი, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისი იქნება უწყვეტი 100%-ით (uptime 99.1%), შეზღუდული ან უხარვეზო. დეფექტები იქნება გამოსწორებული უმოკლეს დროში.
- 1.3. ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს მისი კუთვნილი სერვერების მუდმივი მონიტორინგი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე, შეინახოს სარეზერვო ასლები და თქვენი ვებ-გვერდის არასანქცირებული დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს სარეზერვო ასლებიდან. მიუხედავად ამისა, არ არსებობს 100%-იანი გარანტია ფაილების დაუზიანებლად ან/და წაუშლელად შენარჩუნების ამიტომ ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მხრიდან სერვერებზე განთავსებული ფაილების დანაკარგზე. მომხმარებელი(აბონენტი) ვალდებულია თავად მოახდინოს სერვერებზე ატვირთული ინფორმაციის სარეზერვო ასლების შექმნა გარკვეული პერიოდულობით მის პირად კომპიუტერში ან/და სხვა შემნახველ მოწყობილობებში.
- ანგარიშის ფლობის და მართვის უფლება
- 2.1. www.cloudx.ge-ზე რეგისტრაციით თქვენ გარანტიას იძლევით, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წლის ასაკის ან უფროსი. 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა დაუშვებელია და არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს.
- 2.2. თუ თქვენ მესამე პირის სახელით სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, თქვენ ადასტურებთ იმ გარემოებას, რომ გაქვთ უფლებამოსილება იმოქმედოთ ამ პირის ნაცვლად და გამოიყენოთ ვებ-გვერდის მომსახურება ამავე ხელშეკრულების პირობებისა და წესების გათვალისწინებით. მსგავსი უფლებამოსილების არ არსებობის შემთხვევაში, თქვენ პირადად იქნებით პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
- 2.3. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სრულყოფილი, ნამდვილი და სრული საკონტაქტო ინფორმაცია. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი, რათა საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციას ჰქონდეს მასთან კომუნიკაციის საშუალება. ამასთანავე, ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დააკორექტიროს და განაახლოს იგი ჩვენს ვებ-გვერდზე. ცრუ ინფორმაციის მოწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის გაუქმება. აგრეთვე, კონკრეტულ ვითარებაში ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს საიდენიფიკაციო დოკუმენტის (პირადობა, პასპორტი) ასლის გამოგზავნა ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის გაუქმება (მომსახურების შეწყვეტა).
- 2.4. ჩვენი მომსახურებით სარგებლობისათვის, საჭიროა დარეგისტრირდეთ და შექმნათ ანგარიში ჩვენს ვებ-გვერდზე.
- 2.5. თითოეული მომხმარებლისათვის საკუთარი ანგარიში ხელისაწვდომი უნდა იყოს უნიკალური მეტსახელითა და უნიკალური პაროლით. მომხმარებელი ვალდებულია, აირჩიოს საკუთარი მეტსახელი და პაროლი დადგენილი წესების მიხედვით.
- 2.6. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პაროლი არის საიდუმლო და აკრძალულია მისი მესამე პირისთვის განდობა. ამ პირობების დარღვევის, პაროლის დაკარგვის ან მოპარვის შედეგად მიყენებულ ზარალზე შპს „ქლაუდ იქსი“ პასუხს არ აგებს. პაროლის უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი თვითონ მომხმარებელია.
- 2.7. მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საკუთარი მონაცემები და მიიღოს ყველანაირი ზომები, რომ ეს ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალური. მონაცემების ყოველგვარი არასანქცირებული გამოყენება განხილული იქნება, როგორც თავად მომხმარებლის მიერ არასანქცირებული ქმედება, ასეთ შემთხვევაში ყველანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს.
- 2.8. უსაფრთხოების მიზნით, გირჩევთ საიტზე რეგისტრაციის დროს გამოყენებული პაროლი შეცვალოთ ხშირად.
- აკრძალვები გამოყენებაზე
- 3.1. თქვენ ეცნობით და ეთანხმებით, რომ ამ ვებ-გვერდის და მისი მომსახურებით სარგებლობისას განხორციელებული ყველა ქმედება შეესაბამება ამ ხელშეკრულების პირობებს და არ არღვევს მოქმედ ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო ნორმებს.
- 3.2. თქვენ არ გამოიყენებთ ამ ვებ-გვერდის მომსახურებას შემდეგი მიზნებისათვის, რომლებიც:
- არის არაკანონიერი ან დაკავშირებულია არაკანონიერ საქმიანობასთან;
- დაუშვებელია პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის, განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხორვების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი (პიროვნული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით), უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქციების გავრცელება;
- დაუშვებელია და იკრძალება ისეთი ინფორმაციის განთავსება ჩვენს სერვერებზე, რომელზეც აბონენტს/მომხმარებელს არ გააჩნია შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
- ავრცელებს სპამს (SPAM) ან აგზავნის მსგავსი შინაარსის შემცველ შეტყობინებებს;
- აკრძალულია პროქსის სკრიპტი, ფიშინგი და სხვა ჰაკერული საიტების შექმნა;
- 3.3. ორგანიზაცია იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს სერვისის მიწოდება დროებით ან სამუდამოდ.
- 3.4. თუ სერვისით სარგებლობის დროს მომხმარებელი(აბონენტი) შემჩნეული იქნება არაკანონიერ, თაღლითურ, უსამართლო ან შეუფერებელ ქმედებაში (მოპარული საკრედიტო ბარათის სარგებლობასა თუ ფულის გათეთრებაში და სხვა), შპს „ქლაუდ იქსი“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს მომხმარებლის(აბონენტის) სერვისით სარგებლობა, გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში და გადასცეს შესაბამის ორგანოებს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია.
- ანგარიშსწორება
- 4.1. მომსახურების მიმღები(აბონენტი) ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების ღირებულება არჩეული ტარიფის და გადახდის პერიოდულობის შესაბამისად. მომსახურების ღირებულების გადაუხდელობა იწვევს მომსახურების ავტომატურ შეწყვეტას.
- 4.2. ავტომატურად შეწყვეტილი მომსახურების შემთხვევაში აბონენტის მონაცემები, ფაილები ავტომატურად წაიშლება სერვერიდან.
- თანხის დაბრუნება
- 5.1. www.cloudx.ge-ზე შეძენილ მომსახურებაზე გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაუქმებულია ამ წესით გათვალისწინებულ ვადებში.
- 5.2. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ აღწერილ თანხის დაბრუნების პოლიტიკას.
- შპს „ქლაუდ იქსი“-ის მიერ გაწეულ და დასრულებულ მომსახურებაზე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება;
- გამოყოფილი და ვირტუალური სერვერის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას;
- ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების და პირობების დარღვევის შემთხვევაში შპს „ქლაუდ იქსი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეუწყვიტოს სერვისის მიწოდება აბონენტს. ამ შემთხვევაშიც გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;
- მომსახურების მიმღებს(აბონენტს) შეუძლია ცალმხრივად ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაშიც გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;
- თანხის დაბრუნება ჰოსტინგისთვის შესაძლებელია შემდეგი პირობით თუ მომსახურება გაუქმებულია/შეწყვეტილია აბონენტის მიერ ტრანზაქციის განხორციელების თარიღიდან 7 დღეში;
- ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები
- მხარეთა შეთანხმება;
- წინამდებარე მომსახურების ვადის ამოწურვა;
- მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების და პირობების დარღვევა;
- მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიგან ნაწილობრივ ან მთლიანად შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული სიტუაციით.
- მომხმარებელს უფლება არ აქვს გადააჭარბოს ამ შეთანხმებით არსებულ საკუთარ უფლებებს ან ვალდებულებებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული „წესები და პირობები“ წარმოადგენს იურიდიულ მაკავშირებელს თქვენსა და ჩვენს შორის ერთერთ მოლაპარაკების საბუთს სერვისთან დაკავშირებით.