კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

     შპს „ქლაუდ იქსი“ (შემდგომში აგრეთვე - “კომპანია”, “ჩვენ”, “ჩვენი”,) პატივს სცემს თქვენს პირად მონაცემებს და მიზნად ისახავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, სამართლიანად და გამჭვირვალედ დაიცვას და დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

    cloudx.ge-ზე შესვლამდე, ნავიგაციამდე ან მისი სხვა სახით სარგებლობამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

    ჩვენს ვებსაიტზე შეიძლება შეგხვდეთ ბმულები მესამე მხარის ვებსაიტებსა და სერვისებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როდესაც თქვენ ჩვენი ვებსაიტიდან სხვა ვებსაიტზე გადასასვლელად იყენებთ ბმულს ან მესამე მხარისგან მოითხოვთ მომსახურებას, თქვენზე წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღარ იმოქმედებს და დაექვემდებარებით შესაბამისი მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  

    ყველა სახის პირადი ინფორმაცია გადაიცემა Secure Socket (SSL)-ის მეშვეობით და ინახება საიმედო ადგილას. თუ თქვენთვის წინამდებარე პოლიტიკა ბუნდოვანია ან გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@cloudx.ge.

    1. როდის და რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?

    როგორც წესი, თქვენი მონაცემების შეგროვება ხდება ჩვენთან ურთიერთობისას. აღნიშნული მოიცავს ჩვენს ვებსაიტზე შემოსვლას, მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციას, ჩვენი სერვისების ონლაინ შეძენას,  ჩვენი საკომუნიკაციო არხების გამოყენებას და ა.შ.

    ა. უშუალოდ თქვენგან მიღებული პერსონალური მონაცემები:

    ბ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის პარამეტრების გათვალისწინებით ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ შემდეგი მონაცემები თქვენ მიერ ამ ვებსაიტით და ჩვენი სერვისებით სარგებლობისას:

    გ. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოვიპოვოთ მესამე მხარეებისაგან:

    1. ჩვენ არ ვაგროვებთ საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას

    შეკვეთის საფასურის ონლაინ გადახდის დროს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ გადახდების პროვაიდერები მოიპოვებენ და ამუშავებენ თქვენი ბარათის ინფორმაციას და აღნიშნული მონაცემები ჩვენ არ გადმოგვეცემა. 

    1. რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლებით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

    თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ რამდენიმე გზით და სხვადასხვა მიზნით, მათ შორის თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისების უზრუნველსაყოფად, თქვენზე მორგებული მომსახურების შესათავაზებელად , მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის, მომხმარებელთან საკონტაქტოდ, ბილინგის პროცედურებისთვის , თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების მიზნებისთვის, თქვენი შეკვეთების დასამუშავებლად და ჩვენი სერვისების შესახებ თქვენთვის შეტყობინებების მოსაწოდებლად. 

    1. სად და რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

    Cloudx.ge თქვენს პერსონალურ მონაცემებს ინახავს გერმანიაში განთავსებულ სერვერებზე Hetzner-ის მონაცემთა ცენტრში.

    მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ინახება მანამ, სანამ მომხმარებლის ანგარიში აქტიურია cloudx.ge-ზე. როდესაც მომხმარებელი აუქმებს ანგარიშს, მის შესახებ შენახული პერსონალური ინფორმაციაც იშლება, გარდა იმ აუცილებელი ინფორმაციისა, რომელსაც ორგანიზაცია საჭიროებს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 

    1. ანგარიშის უსაფრთხოება

    ყველა ანგარიში ხელმისაწყდომია ერთადერთი მომხმარებლის სახელით და პაროლით. თითოეული მომხმარებელი უნდა ზრუნავდეს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე (საიდუმლოდ შეინახოს პაროლი და მომხმარებლის სახელი). პაროლის დავიწყების ან დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ახლით ჩანაცვლება.

    1. რჩევები უსაფრთხოებაზე

    უსაფრთხოება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ გვინდა გაგაცნოთ უსაფრთხოების ნორმები. სისტემაში შესვლა სცადეთ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით და არა სხვა რომელიმე გვერდიდან, რომელიც ამის საშუალებას მოგცემთ. გადაამოწმეთ! თქვენი ბრაუზერის მისამართის ველში უნდა ეწეროს: https://console.cloudx.ge და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ პირადი მონაცემები. 

    1. რა არის ქუქი-ჩანაწერები (Cookies)?

    მოკლედ რომ ვთქვათ, ქუქი-ჩანაწერი წარმოადგენს მცირე დაშიფრულ ტექსტურ ფაილს ან პროგრამული კოდის ნაწილს, რომელიც ხშირად შეიცავს უნიკალურ იდენტიფიკატორს. ქუქი-ჩანაწერი თქვენს მოწყობილობაზე ინახება ჩვენი ვებსაიტის მსგავსი საიტებიდან. ქუქი-ჩანაწერები აგროვებენ სხვადასხვა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ სარგებლობთ ჩვენი ვებსაიტით.

    ქუქის ფაილების კონტროლი და წაშლა:

    თუ გსურთ შეზღუდოთ "cookie" ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე ან სხვა ვებგვერდებზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. მაგალითად, შეგიძლიათ დაბლოკოთ ყველა "cookie" ფაილი, მიიღოთ მხოლოდ ერთი მხარის "cookie" ფაილები, ან წაშალოთ ყველა "cookie" ფაილი თქვენს ბრაუზერში. ამ შესაძლებლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას "დახმარება".

     თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@cloudx.ge