ხ.დ.კ

    ხშირად დასმული შეკითხვები

    რა არის დომენის სახელი?

    დომენი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, ელექტრონული მისამართი, რომელიც სჭირდება თქვენს საიტს ან კორპორატიულ ელ.ფოსტას ინტერნეტ სივრცეში იდენტიფიკაციისათვის. მაგალითად, ჩვენი დომენი არის cloudx.ge ის, რაც უნდა აკრიფოთ/გახსნათ ბრაუზერში აქ მოსახვედრად.

    რა არის ჰოსტინგი?

    ჰოსტინგი არის ინტერნეტ მომსახურება სივრცე, რომელიც გამოიყოფა "ქლაუდ იქსის" მიერ ქსელში ჩართულ სერვერ-კომპიუტერზე. სერვერს გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ თქვენი საიტი და მასზე არსებული ინფორმაცია ინტერნეტში.

    როგორია თქვენი სერვერების ტექნიკური მახასიათებლები?

    ყველა სერვერს აქვს მინიმუმ 8 CPU ბირთვი, 64 GB ECC ოპერატიული მეხსიერება და იყენებს 100% NVMe SSD დისკებს.

    დომენის დარეგისტრირების შემდეგ, მისი შეცვლა შეიძლება?

    სამწუხაროდ, დომენის ყველა რეგისტრაცია საბოლოოა გადახდისთანავე და მისი შეცვლა შეუძლებელია. ამიტომ რეგისტრაციისას ძალიან მნიშვნელოვანია დომენის სახელის შემოწმება.

    1 თვის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაითიშება თუ არა ჩემი სერვისი?

    თუ არ დაფარავთ ინვოისით განსაზღვრულ დავალიანებას ვადის ამოწურვის დროს ავტომატურად შეგეზღუდებათ მომსახურეობა.

    რა განსხვავებაა დომენსა და ვებ ჰოსტინგს შორის?

    დომენი არის უნიკალური სახელი, რომელიც გამოიყენება ვებსაიტზე შესასვლელად. ვებ ჰოსტინგი ხელს უწყობს თქვენი ვებსაიტის განთავსებას ინტერნეტ სივრცეში, რათა ის გახდეს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ დომენი ჰოსტინგის გარეშე, მაგრამ შეუძლებელია შეიძინოთ ჰოსტინგი დომენის გარეშე.

    რამდენი სიმბოლოა დასაშვები დომენურ სახელში?

    დომენი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ასოების, ციფრების და დეფისისგან ”-”. მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 63 სიმბოლოს.

    რამდენია სერვისის შეძენის მინიმალური პერიოდი?

    სერვისის შეძენის მინიმალური პერიოდი შეადგენს 1 თვეს.

    შემიძლია თუ არა მივიღო ინვოისი?

    დიახ, შეკვეთის შემდეგ თქვენ მოგიწევთ თანხის გადახდა ინვოისის თანხამად.

    როგორ შევიდე cPanel- ზე?

    cPanel- ზე შესვლა შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში yourdomain.ge:2082 აკრეფით. ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ თქვენი cPanel-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

    რომელი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი გადახდა?

    გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით.

    როგორ შევიდე Webmail- ზე?

    Webmail- ზე შესვლა შეგიძლიათ თქვენს ბრაუზერში yourdomain.ge: 2096 აკრეფით. ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ თქვენი ელ.ფოსტა და პაროლი.

    შემიძლია ერთდროულად რამდენიმე ინვოისის გადახდა?

    ერთ ჯერზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომსახურების ინვოისის გადახდა.

    შესაძლებელია თუ არა შემდგომში მომსახურების პაკეტის შეცვლა?

    რათქმაუნდა შესაძლებელია ერთი პაკეტიდან ან ერთი მომსახურებიდან მეორეზე გადასვლა ტექნიკური ჯგუფის დახმარებით. დახმარებისათვის მიმართეთ დახმარების ჯგუფს ან გააგზავნეთ ელ. ფოსტაზე შეტყობინება. გთხოვთ მოახდინოთ პიროვნების იდენთიფიკაცია (მომხმარებლის სახელი, დომეინის სახელი).

    რა არის cPanel?

    cPanel არის ვებ ჰოსტინგის მართვის პანელი, რომელიც გთავაზობთ გრაფიკულ ინტერფეისს და ავტომატიზაციის ხელსაწყოებს, საიტის სამართავად.

    რა არის CloudLinux და CageFS?

    CloudLinux არის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გარემო საზიარო სერვისებისთვის. CageFS–ი ქმნის ვირტუალურ გარემოს თითოეული მომხმარებლისთვის, რომელიც მათ გამოჰყოფს ერთმანეთისგან და უზრუნველყოფს მომხმარებლების დაცვას. ცალკეული მომხმარებლისთვის შექმნილი პრობლემა არ ვრცელდება მეორე მომხმარებელზე.

    სად მდებარეობს თქვენი სერვერები?

    ჩვენი სერვერები მდებარეობს გერმანია, საფრანგეთი. Hetzner და OVH მონაცემთა ცენტრში.

    რა დრო სჭირდება ვებ ჰოსტინგის ანგარიშის შექმნას?

    შეკვეთის დასრულების და ინვოისის გადახდის შემდეგ თქვენი ჰოსტინგი მზად იქნება.

    შეგიძლიათ ჩემი საიტის მიგრაცია სხვა ჰოსტინგიდან?

    რა თქმა უნდა! გთავაზობთ, უფასო ტრანსფერს - დამატებითი ღირებულების გარეშე. ტრანსფერის დასაწყებად გახსენით დახმარების ბილეთი თქვენივე პანელიდან.

    რა არის თქვენი DNS ჩანაწერები?

    სტანდარტული DNS ჩანაწერები არის: ns1.cloudx.ge; ns2.cloudx.ge სხვა შემთხვევაში მიიღებთ სრულ ინფორმაციას ელ.ფოსტაზე, რაც საჭიროა ჰოსტინგით სარგებლობისათვის.

    რამდენად უსაფრთხოა ბარათის მონაცემების მითითება?

    www.cloudx.ge წარმოადგენს უსაფრთხო ვებგვერდს, რომელიც არ იმახსოვრებს თქვენ მიერ მითითებულ ბარათის მონაცემებს.